20.3.13

არისტოტელე

თეატრი არის თავისებური კლინიკა, დრამატურგი არის ექიმი, ხოლო ტრაგედია არის ის წამალი, რომლითაც უნდა ვნებით დაავადებული სული განიკურნოს. მოდის რა თეატრში, მაყურებელს მოაქვს თან სული რომელიც დამძიმებულია სხვადასხვა ვნებითა და მედიდურობით, შიშით, რისხვით, ავხორციანობით, შურით, პატივმოყვარეობით, როგორც საზოგადოებისათვის მავნებელი და ამორალური მოვლენები, ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეს ვნებები დათრგუნვილი არიან განსჯის საშუალებით და ვერ ბედავენ გარეთ გამოჩენას, მაგრამ ისინი მაინც ბუდობენ სულში მალულად და ამძიმებენ მას: უშლიან ხელს სულის თავისუფალ მუშაობას, განსაკუთრებით კი უშლიან სწავლას. ცოდნის შეძენას. ბუნება მოითხოვს ამ ვნებებისგან სულის განტვირთვას, და თვითონ სულსაც აქვს ამის მითხოვნილება. მაგრამ საკუთარი ძალით კაცი ვერ ახერხებს ამას, და მიდის თეატრში, რათა იპოვოს იქ ხსნა თავისი ვნებებისაგან, მოიშოროს თავიდან ის, რაც მის სულს ამძიმებს, და აუბედურებს. სწორედ ამისათვის არის თეატრიც დანიშნული: თეატრი სჭირია მაშვრალთ, ტანჯულთ და გაუბედურებულთ, და არა ბედნიერთ, არა იმათ, ვისაც მსუბუქი და გახარებული სული აქვს, ვისაც არაფერი ამძიმებს, არაფერი არ აწუხებს. ღმერთებს თეატრი არ დასჭირდებოდათ და ისინი ვერავითარ სიამოვნებას ვერ ნახავდნენ თატრალურ წარმოდგენებში: თეატრი ადამიანებს სჭირია, რადგან ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც საშუალო ადგილი უჭირავთ ყოვლისშემძლე, ღვთაებასა და გრძნობების მიერ დამონებულ პირუტყვებს.

                                                                                                          ”პოეტიკა”

No comments:

Post a Comment