ცნობილი ადამიანების ციტატები

შატობრიანი

რენე


  • ბუნების სიძლიერე და ადამიანის სისუსტე! ხშირად ბალახის ღერი ხვრეტს ამ საფლავების უუმაგრეს მარმარილოს, რომელსაც ეს მიცვალებულნი ოდესღაც ესოდენ ძლიერნი, ვერასოდეს ასწევდნენ.

  • ვისურვე გამეგო, შემომთავაზებდნენ თუ არა ამჟამად არსებული ერები უფრო მეტ სათნოებასა და ნაკლებ უბედურებას, ვიდრე გარდასული რასები? ერთხელ, როდესაც დიდ ქალაქში სეირნობის დროს, ერთი სასახლის უკან ჩავიარე, განცალკევებულ, მიტოვებულ ეზოში ქანდაკება შევნიშნე, რომელსაც თითი მსხვერპლის ცნობილი ადგილისკენ გაეშვირა. ამ მიდამოს მდუმარებამ გამაოცა; ამ ტრაგიკულ მარმარილოს გარშემო მხოლოდ ქარის კვნესა ისმოდა. მუშები ქანდაკების კვარცხლბეკთან გულგრილად იწვნენ, ან ქვებს თლიდნენ და თან სტვენდნენ. მე შევეკითხე, ეს ძეგლი რას ნიშნავს მეთქი, ზოგიერთმა ძლივს შეძლეს პასუხის მიცემა, სხვებმა კი არაფერი იცოდნებ იმ კატასტროფაზე, რომელსაც ეს ქანდაკება გამოხატავდა. არაფერს მოუცია ჩემთვის ამაზე უფრო ზუსტი საზომი ჩვენი ცხოვრების მოვლენებისა და თვით ჩვენი არარაობისა. რა მოუვიდა იმ პირებს, როლებმაც ამდენი აურზაური ასტეხეს? დრომ ნაბიჯი გადადგა და დედამისის პირი შეცვალა.

  • წარსული და აწმყო ეს ორი დაუსრულებელი ქანდაკებაა: ერთი სრულიად დამახინჯებული ამოღებული იქნა საუკუნეთა ნანგრევებიდან, მაორეს ჯერ კიდევ არ მიუღია მომავლის სრულყოფილი სახე.

  • ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, შენი გულის პატრონს არ შეიძლება მუდამ ერთნაირი განცდები ჰქონდეს; მაგრამ შენი ხასიათი უნდა დაიმორჩილო, მან უკვე ამდენი ბოროტება მოგაყენა. თუ ცხოვრების მოვლენებისგან შენ უფრო იტანჯები, ვიდრე სხვა, ეს არ უნდა გაგიკვირდეს: დიდმა სულმა უფრო დიდი ტკივილები უნდა გადაიტანოს, ვიდრე პატარამ. ჩემო შვილო, მე მხოლოდ წარსულის მოგონებებით ვცოცხლობ; მოხუცი თავის მოგონებებით ჰგავს ჩვენი ტყეების დაჩაჩანაკებულ მუხას. ეს მუხა საკუთარი სიმწვანით ვეღარ ირთვება, მაგრამ ზოგჯერ თავის სიტიტვლეს ფარავს უცხო მცენარეებით, რომლებიც მის ბებერ ტოტებზე ამოსულან.

  • ბრალს მდებენ, რომ ცვალებადი გემოვნება მაქვს, ერთიდაიგივე ქიმერა დიდხანს ვერ მატკბობს, რომ მსხვერპლი ვარ ოცნებისა, რომელიც იჩქარის ამოსწუროს ყოველი სიამოვნება, თითქოს ამ სიამოვნების ხანგძლივობით ოცნება იჩაგრებოდეს; ბრალს მდებენ, რომ ყოველთვის გვერდს ვუვლი მიზანს, რომლის მიღწევაც შემიძლია; ეჰ, მე მხოლოდ უცნობ სიკეთეს დავეძებ, რომლის ალღო თან დამდევს. ნუთუ ეს ჩემი ბრალია, რომ ყველგან ზღუდეებს ვხვდები, რომ ის, რაც დასრულებულია ჩემთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, ამავე დროს ვგრძნობ, რომ ცხოვრების განცდების ერთფეროვნება მიყვარს; და თუ მე იმდენი უგუნური ვყოფილიყავი, რომ ბედნიერება მწამებოდა, მას ჩვეულებაში მოვძებნიდი.

  • ადამიანის ბუნებრივი სიმღერა ნაღვლიანია, მაშინაც კი, როდესაც ის ბედნიერებას გამოხატავს. ჩვენი გული უსრულო ინსტრუმენტია, ქნარი, რომელსაც სიმები აკლია, და ჩვენც იძულებული ვართ სიხარულის ხმები მკვნესარე სიმებს გამოვაცემინოთ.

  • ადამიანს ატკბობს ის, რაც ყველას კუთვნილებას არ წარმოადგენს, თუგინდ ის უბედურებაც იყოს.

  • ოჰ, ვის არ აღძვრია ზოგჯერ სურვილი გადახალისებისა, წყალთა ნიაღვარში გაახალგაზრდავებისა, სიცოცხლის წყაროში სულის ამოვლებისა? 





ანატოლი ფრანსი

პინგვინთა კუნძულები




თუ გემი მართვას არ ემორჩილება, მას წყალქვეშა კლდეები დაიმორჩილებენ.

მიცვალებულებს მხოლოდ ის არსებობა აქვთ, რასაც ცოცხლები მიაწერენ.

არ მიყვარს ხოტბა. დიდების ყრუ ხმები მუდამ შეურაცხყოფდა ჩემს სმენას.

შიშის გამო სიამოვნების უარყოფა და სიტკბოებისგან გაქცევა ბუნების ყველაზე ბილწ შეურაცხყოფად მეჩვენებოდა.

დიდება არასოდეს არ ჯდება ძვირი.

თუ სიმდიდრე და ცივილიზაცია იმდენივე საომარ მიზეზს შობს, რამდენსაც სიღატაკე და ველურობა, თუ ადამიანის სიგიჟე და სიბოროტე განუკურნავია, მხოლოდ ერთი კეთილი საქმის  გაკეთება შეიძლება. ბრძენი დინამიტს შეაგროვებდა და ჩვენს პლანეტას ააფეთქებდა; და როცა იგი სივრცეში ნაწილებად გაიფანტება, სამყარო მცირეოდენ გაუმჯობესდება. ამით დაკმააყოფილდება მსოფლიო სინდისი, რომელიც, სხვათაშორის არც არსებობს.

დაპირება საჩუქრებზე იაფი ჯდება, წონა კი მეტი აქვს. ადამიანს ხომ იმედზე დიდს ვერაფერს მისცემ.

სიყვარულში ქალი უფრო უთმობს, ვიდრე ნებდება.

ძლიერი კაცი ვარ, ჯავშანს ვატარებ, მაგრამ მის ქვეშ ჭრილობა იმალება, ”გულშია ის ჭრილობა.”












































No comments:

Post a Comment