თარგმანები

სკეტას მონასტერში აბატი ლუკასი მოღვაწეობდა. ერთ-ერთი ქადაგებისას მან თავის ძმებს მიმართა:
-ძმებო, მოვა დრო, როცა ყველა ჩვენგანი დავიწყებას მიეცემა.
 -რატომ? - ჰკითხეს აბატს, -ნუთუ ჩვენი სამაგალითო საქციელი ვერ დაეხმარება გაჭირვებაში მყოფთ?
-ადრე ადამიანები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ მათ, ვინც სამაგალითოდ იქცეოდა, ყველას რაც შეეძლო იმას აკეთებდა, რადგან, ისინი ამაას თავიანთ მოვალეობად მიიჩნევდნენ. უყვარდათ მეზობლები, რადგან ესმოდათ, რომ ისინი მათი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენდნენ. ასეთი სახით ისინი ბუნების კანონს ემორჩილებოდნენ. რაც გააჩნდათ ერთმაენთს უზიარებდნენ და ცხოვრების მანძილზე საგზლად მხოლოდ იმდენს იტოვებდნენ, რამდენსაც მოერეოდნენ. ამგვარად, ცხოვრობდნენ ერთად თავისუფლად, იღებდნენ და გასცემდნენ. ერთმანეთს არც რამეს სთხოვდნენ და არც რამეში ადანაშულებდნენ, ამიტომ არის, რომ მათ კეთილ საქმიანობებზე არაფერი გვსმენია. ნეტავ შეგვეძლოს ჩვენც ანალოგიურად მოქცევა, იმაზე, რასაც ღმერთი გვიწყალობებს, შექება არ მოვითხოვოთ,-უპასუხა აბატმა.

ინგლისურიდან თარგმნა ზურა ჩალათაშვილმა



***

მამა გაზეთს კითხულობდა, მაგრამ შვილი არ აცდიდა. საბოლოოდ მამა დაიღალა, გაზეთიდან ფურცელი ამოხია, რომელზეც მსოფლიო რუკა იყო გამოსახული, ნაკუწებად აქცია და ბავშვს გაუწოდა. -”აბა შენ იცი, რამდენ ხანში ააწყობო.” თვითონ კი დაიმედებულმა, ბავშვი მთელი დღე მოანდომებსო, წიგნის კითხვა გააგრძელა. თხუტმეტი წუთის შემდეგ ბაშვი ისევ მიდის მამასთან რუკით ხელში. მამა გაოცდა, -”დედამ გასწავლა გეოგრაფია?”-ჰკითხა.- ” არც კი ვიცი გეოგრაფია რა არის, უპასუხა ბავშვმა. უბრალოდ, მეორე მხარეს ადამიანის ფოტო იყო გამოსახული. მისი ნაწილები შევაერთე და აღმოვაჩინე, რომ ადამიანის აწყობით ნაკუწებად ქცეული მსოფლიოს ნაწილები გამიერთიანებია.”

ინგლისურიდან თარგმნა ზურა ჩალათაშვილმა

No comments:

Post a Comment