31.3.13

კნუტ ჰამსუნი


მისტერიები

სულიერ ფასეულობებზე დაფუძნებული ღირსეული გამარჯვების მოპოვება და კაცობრიობისთვის თუნდაც სულ მცირე სარგებლობის მოტანა?-არა ეს ბრბოს ნამდვილად არ ძალუძს. დიდ ადამიანებზე საუბარი მავანთათვის მართლაც ბრწყინვალე სალაპარაკო თემაა, მაგრამ ამ ადამიანების მოხსენიებისას ბრბოს მიერ აღზევებულმა მმართველებმა და ცხენზე ამხედრებულმა ბატონებმა, თავს საზოგადოების სულიერ წინამძღვრებს რომ უწოდებენ, კარგად უნდა იფიქრონ და შეიცნონ ის პიროვნებები, რომლებსაც დიდ ადამიანებად მოიხსენიებენ. თუ არა და, გამოდის, რომ ამ დიდ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ ბრბო ანუ საზოგადოების პატივაყრილი უმრავლესობა, ადვოკატები, მასწავლებლები, ჟურნალისტები და ბრაზილიის კეისარი ეთაყვანებიან.


No comments:

Post a Comment