22.4.13

ოთარ ჭილაძის ლექსები


მ. შ.-ს

შენ რუსთაველზე მოგისწრო წვიმამ,
ხეს შეეფერე გაღიმებული,
გშვენოდა ღიმი, საშოვნი ძნელად
და სიამაყე თამარმეფური.
წვეთები მკერდძე დაგეცნენ ღილად
ცა სველი ტუჩითშენზე ტიროდა
და... გავიფიქრე გულში უეცრად,
რომ წვიმა, ალბათ, შენ მოგელოდა.
ვერ დამათრობდა სუფრის თამადა,
ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე,
რატომ შემხედე ასე თამამად,
თვალები რატომ შემომანათე.
ნუ მაკრთობ, ქალო, ნუ მათრობ ცქერით,
შენ რომ დაგტოვებ, ვმეგობრობ ლოთებს,
ყარაჩოღელი არა ვარ ძველი,
არ მინდა მაინც ღვინოში მოვკვდე!..
რად შემაყვარე ღვინო და დარდი,
ლურჯი სარკმელი განათებული
და... მე ნეტავი ვის შევუყვარდე
შენ სიყვარული გალოთებული.
1950 


”და როგორც ჩიტი,
გალიაში გამომწყვდეული,
წრიალებს ფიქრი
სიცოცხლზე და სიყვარულზე,
გაუღეთ კარი!” 

”ჩემი ცხოვრებაც ბუნების სარკეა,
კვლავ განსაზღვრული სიჩქარით მიჰქრის
და მაინც ხალხში დაეძებს საკვებს
მშიერ თაგვივით თამამი ფიქრი.”

”ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებს
და გაბრუებულ ფრინველისმსგავსად
ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ,
რომ წასასვლელი არა გვაქვს არსად.
რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,
რასაც ოდესღაც მოვწვდით ფიქრებით...
და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.”

”როგორც მთვარის თეთრი ნაფოტი,
მე შენი სული მედო თაროზე.”

”მე ჩემი სიტყვა რწმენას მავალებს
და მაჯადოებს ყველა უფლებით.”

”მაგრამ ღამდენა, და კვლავ ყაიმით
მთავრდება დღის და ღამის ჭიდილი.”

”მე შენ დაგკარგე და ეგ საყურე
ვარსკვლავად მექცა... და შენს გამოა
მარტო რომ ვზივარ.”

”თუმცა საბრალო ადამიანი,
ყოველთვის რჩება ადამიანად.”

”და მზე ამოვა,
რომელსაც ასე
ველოდებოდი, ახლა კი ისიც
ამოვა უჩინარ ცაზე
და ჩემს სიბნელეს დააყრის სიცილს.”

”ის ღამით ფერხთით ეჯდა ქვეყანას!”

No comments:

Post a Comment