16.4.13

ქართული სუფრა და სადღეგრძელოები



ეგობრის დაბადების დღე იყო. ფანტასტიურად წაუძღვა თამადა სუფრას, პოეზიის საღამოზე მეგონა თავი. მოვიხიბლე მჭერმეტყველებით.
რამოდენიმე დღის წინ ბიბლიოთეკაში ვარ. მკითხველი კითხულობს თუ არის წიგნი სადღეგრძელოებზე. წიგნს ვშლი. წიგნში მთელი პლეადაა მოცემული სადღეგრძელოების. ყველა სადღეგრძელო იწყება ასე „თანამემაულენო“... მეცინება.  
მეცინება, რადგან ადამიანის მჭრმეტყველება მისი შინაგანი სამყარო  მგონია. არადა, წიგნად ყოფილა აკინძული. დაიზეპირებ და წაუძღვები სუფრას. რა ადვილია!
იქნებ აქვე შემომეთავაზებინა რამოდენიმე სადღეგრძელო.
თამადობა უაღრესად საპასუხისმგებლო პოსტია, კარგ თამადას იცნობენ მთელს მხარეში.
თამადობა ძნელია. ის წრმოთქვამს ყველა სადღეგრძელოს, ეს კი ავალდებულებს, აჩვენოს მაგალითი სადღეგრძელოსამი ღირსეული დამოკიდებულებისა. თამადა ყველა სტუმარს როდი ჩამოუვლის სასმისით ხელში, ამიტომ უნდა იცნობდეს ყველას  იცოდეს ყველას შესახებ ყველაფერი, ვის რამდენის დალევა შეუძლია, ფხუკიანი ხომ არ არის, რა არის მასში კარგი და ცუდი.
დიახ, თამადობა ძნელია. ის მუდამ პოსტზე უნდა იდგეს, ყველას თვალები მიპყრობილია მისკენ. უცქერი სუფრას და ხედავ, რომ ეს უკვე ქეიფი კი არა, სიმფონიური ორკესტრის კონცერტია თამადის ხელმძღვანელობით. თამადის სადღეგრძელო ჩვეულებრივი ლეიტმოტივია, რომელიც ურთულეს ვარიაციებში ჩამოუვლის მთელს სუფრას და ვიოლინოსაც, ბუკსაც, დოლსაც აიძულებს გამოეხმაუროს.
პირველად აუცილებლად საქართელოს, მისი აყვავების სადღეგრძელოს სვამენ.

1.საქართველოს გაუმარჯოს! ქართველების საქართველოს და ჩემი საქართვეოს სადღეგრძელო იყოს!
მე ვამბობ „ჩემი საქართველო“ იმიტომ რომ ს შევიდა ჩემს გულში და იქცა მის ნაწილად... სადღაც ჩემში არის უჯრედები, რომლებიც სხვა უჯრედებთან ერთად მქმნიან მე, მიკარნახებენ განწყობილებას, აზრებს ამა თუ იმ საგანზე. სიყვარულსა და სიძულვილს. ეს უჯრედები გაჟღენთილია საქართველოთი, და აბა სცადეთ, წამართვათ იგი. ეს ქართული უჯრედები! ამისათვის საჭირო იქნება, ამომგლიჯოთ გულის ნაწილი და, მაშსადამე, მთელი გულიც.
და მე ვამბობ „ჩემი საქართველო“ კიდევ იმიტომ, რომ ეს ჩემი უაღრესად პიროვნული შთაბეჭდილებებია.
ხანმოკლე მივლინების დღეებში იმდენად ვერ გაიცნობ ადამიანებს, რამდენადაც შეიგრძნობ მათ, იმდენად არ გიყვარს, რამდენადაც მიჯნურდები.
და მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი მიჯნურობა გადაიზრდება სიყვარუში, და პირველი საღეგრძელო გთხოვთ მიიღოთ, როგორც სიყვარულის ახსნა.

2.ადამიანს ორი ასაკი აქვს.
ასაკი, რომელსაც ვითვლით იმ წამიდან, როცა ადამიანი მოწყდა დედის მუცელს.
და ასაკი ხალხისა, რომელიც აკავშირებს ადამიანს წარსულთან, საითაც მიემართება მისი ყველა ფესვი.
ზოგჯერ მეჩვენება, რომ ვარ ნაწილი პირველყოფილი ქაოსისა.
ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ხალხის შვილთა ხასიათებისა და ჩვევების არსებითი განსხვავების მიზეზი, შესაძლებელია, მეორე ასაკის თავისებურებებში იმალება.
ხალხის წარსულის ხსოვნა, შორეულ წინაპრებთან კავშირი განპირობებულია ხალხის კულტურით, მისი მეცნიერების განვითარებით. რასაც გავლენა აქვს საზოგადოების ყველა წევრზე.
რა შორს მიდის ქართველთა ხელშესახები ისტორია! რა ღრმაა ფსკერი, რა გამჭვირვალე-წყალი!
თითოეულ ქართველში ხომ ცოცხლობს იმის შეგრძნება, რომ მაგალითად, რუსთაველს შეიძლება ხელით მისწვდე-ბრინჯაოს რუსთაველს კი არა, ცოცხალსაც.
მაშ, ეს იყოს სადღეგრძელო ქართველის უძველესი ასაკისა, დროთა ცოცხალი და მტკიცე კავშირისა, რომელიც ხელს უწყობს  დამახასიათებელი არსის შენარჩუნებას.

3.თითქმის ყოველდღიურად ვტკბებოდი საამო პეიზაჟის მომწვანო და მიხაკისფერი მახვილწვერიანი მწვერვალების ხილვით, რომლებიც ჰქმნიან მთავარი ქედის უსწორმასწორო ჯაჭვს. ნისლით გარემოსილ კავკასიონს უერთდებიან უფრო დაბალი მთები და ბორცვები, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ აჩხორილი ჩემს გვერდით.
ირწეოდნენ პატარა ტბები, მიედინებოდნენ მდინარეები...
ყველგან თან მახლდა ქართული ყვავილები, ბალახი...ხორბალი, სიმინდი, ფრინველი, თევზი...რომლებიც ამა თუ იმ სახით ჰქმნიდნენ აღწერილ პეიზაჟს. სურათი სწრაფად იცვლებოდა: მხოლოდ მთავარი ქედის ხედი რჩებოდა უცვლელი, პატარა მთები კი თვალწინ დნებოდნენ, ერთის ადგილზე წამოიზრდებოდნენ მეორენი...
გვიან საღამოს ჩვენს კავკასიონს ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს მიწისძვრა დაატყდაო თავს.
მეორე დღეს სუფრასთან კვლავ ჩამწკრივდებოდნენ ბოთლები, დოქები, ხორცი და კვლავ ღვინის ტბები სცემდა შუშის ნაპირებს, რომლებიც კანკალებდნენ მგზნებარე ხელებში.
უკვე თვითონ კავკასიონიც წარმოგვესახებოდა გადმბრუნებული ყანწების ჯაჭვად, ხოლო ველები სუფრებად, რომლებსაც ამშვენებდა ქრთული მიწის ბარაქა, რაც ქართულ სუფრას აღიარებს საუკეთესოდ მთელ მსოფლიოში.
მე არასგზით არ შემიძლია მას გვერდი ავუარო, თუმცა, ვაღიარებ, ალკოჰოლიანი სასმელების ხშირი ხსენება იწვევს უახლოესი ნათესავების საყვედურსაც, რომლებმაც გუშინ შეიძინეს  გასტრიტი და წყლული ალკოჰოლისაგან.
ერთი სიტყვით სადღეგრძელო იყოს ქართული სუფრისა-დალოცვილი საქართველოსი და ქართული საზეიმო სუფრის გიგანტური გამეორების-კავკასიონისა!
ქართველები სუფრასთან ისევე მამაცურად იქცევიან როგორც ყოველგვარ საქმეში.
ქართული სუფრა-ეს ნამდვილი დღესასწაულია, და თუმცა ის შქმნილია თითქოსდა ჩვენი კუჭის საამებლად, მაგრამ ატკბობს სულსა და გულს ისე, როგორც სხვა არაფერი.
ქართველს ჩვეულებრივ დღსაც არ შეუძია მიიყუჟოს სადღც რომელიმე კუთხეში და ხრას, ღეჭოს, ცოხნოს მარტომ: მას სჭირდება თანამესუფრე, სტუმარი, მეგობარი.

გაგრძელება იქნება...

No comments:

Post a Comment