24.8.13

უმბერტო ეკო ”ვარდის სახელი”

Add caption


  • სამი რამ ბადებს სილამაზეს: უპირველესად-სისავსე, ანუ სრულქმნილენა და ამადაც მიიჩნევა უსახურად ყოველივე დაუსრულებელი, შემდეგ-პროპორცია, ანუ ჰარმონია, და ბოლოს-შუქი, ანუ ნათელი.
  • სილამაზეს სიმშვიდის შგრძნება მოაქვს, მშვიდობა, სიკეთე და მშვენიერება კი სულს ასაზრდოებს.
  • ცოდნის მიზანი ადამიანის სიცოცხლის გახანგძივებაა.
  • ცოდვა, ყველაზე მიმზიდველად აღწერილი, სწორედ მათ ნაშრომებში მინახავს, ვისაც ყველაზე უმწიკვლო სახელი ჰქონდა დას ვინც სხვაზე შეუპოვრად ებრძოდა ცოდვის საცდურთ შედეგებს.
  • მეცნიერება მარტო იმის ცოდნა არაა, რა შეიძლება ან რა უნდა გააკეთი, არამედ ისიც, გაიგო, რისი გაკეთებაა შესაძლებელი, მაგრამ არ უნდა გააკეთო.
  • მინდა, ის მიზიდავდეს, რაც მე მომწონს და არა ის, რაზეც სხვები მიმითითებენ.
  • გლახაკი სხვა არაფერში სჭირდებათ, მას მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა რომელიმე მხარეს ძლაუფლების კრიზისის გამოწვევა სურს. მდაბიო მყის დაუფიქრებლად გაიწირება, რაწამს მისი საჭიროება აღარ იქნება.
  • როცა ვინმესი გვეშინია, ჯობია თავად შეაშინო.
  • ცოდნის დაგროვება ენების ცოდნაზე გადისო.
  • კარგი გამომძიებლის მოვალეობაა, პირველ რიგში იმათზე მიიტანოს ეჭვი, ვინც გულწრფელსა ჰგავს.
  • ცოდნა რკინის ფული როდია, რომელსაც ბინძური გარიგებაც კი ვერაფერს ავნებს. ის უფრო მშვენიერ სამოსს ჰგავს, ხმარებითა და საჟაროდ გამომზეურებებით რომ ხუნდება და ცვდება.
  • როგორც ზედმეტი ფოფინი ადუნებს და აუძლურებს მეომარს, ასევე ანადგურებს წიგნებს მეტისმეტი ცნობისმოყვარეობა და სიყვარული.
  • ღვთის სამწყსო  ისე არ შეიცვლება, თუ განდევნილნი და გარიყულნი მის წიაღში არ დაბრუნდებიან.
  • მწვალებლობის წინააღმდეგ ყოველი ბრძოლა ერთ მიზანს ისახავს: რომ კეთროვანი კეთროვნად დარჩეს.
  • ბუნებრივ მიზეზთა ყოველი შედეგები ხაზებით, კუთხეებითა და გეომეტრიული ფიგურებით განისაზღვრება.ყველა სხვა შედეგის განსაზღვრა კი სწორეს ამის გამოა შეუძლებელი.
  • საგანთა შეცნობა გარედან მათი დაკვირვებებით შეიძლება.
  • რა არის სიყვარული? ქვეყნად არაფერს-არც კაცს, არც ეშმაკს, არც რაიმე საგანს არ ვუყურებ ისეთი ეჭვით, როგორც სიყვარულს, რადგან ისე ყოვველივე სხვა გრძნობაზე მეტად აღწევს ადამიანის სულში. სხვა არაფერს ძალუძს გულის ისე დაპყრობა, როგორც სიყვარულს. ამიტომაც, თუ ადამიანის სული არ ფლობს იმ იარაღს, რომელიც სიყვარულს მართავს, მის გამო საშინელ უბედურებაში ვარდება.
  • მივხვდი, სიკვდილზე მწარეა დიაცი, მახე და ბადეა მისი გული, ბორკილებია მისი ხელები.
  • უფალმა ქალი მრავალი უპირატესობითა და ღირსებით დააჯილდოვა, რომელთაგან სამი სრულიად უდავოა: ღმერთმა მამაკაცი ამ მუხთალ სამყაროში შექმნა, თანაც ტალახისგან, ქალი კი შემდეგ მიწიერ სამოთხეში, კეთილშობილი ადამიანური მასალისგან გამოძერწა, თანაც-ადამის ფეხების ან შიგნეულისგან კი არა, მისი ნეკნისგან. მეორე, უფალს, ყოვლისშემძლეს, ხომ შეეძლო პირდაპირ მამაკაცად გარდასახულიყო რაიმე სასწაულებრივი გზით, მან კი ქალის მუცლად ყოფნა არჩია, რას იმის ნიშანია, რომ ქალი არც ისე ბილწია. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კი იესო სწორედ ქალს გამოეცხადა. და დასასრულ, ზეციურ სასუფეველში მამაკაცი ვერ იმეფებს, არამედ-დედოფალი, ქალი, რომელსაც არასოდეს შეუცოდავს. თუკი უფლისთვის ესოდენ ძვირფასნი იყვნენ თვით ევა და მისი ასულნი, განა უცნაურია, ჩვენც გვიზიდავდეს ამ სქესის სიტურფე და კეთილშობილება? ცხადია, ადსო, ეს აღარ უნდა ჩაიდინო, მაგრამ ასეთი შემაძრწუნებელი სულაც არაა, ამ ცდუნებას რომ ვერ გაუძლო. თანაც, ბერმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს ხორციელი ვნება, რათა მერე შეძლოს, გაუგოს ცოდვილთ, ვინც მისგან ელის ნუგეშსა და რჩევას, შეიწყნაროს ისინი.
  • თუ გინდათ, თქვენ საკუთრებად ჩათვალეთ, რაც გაბადიათ, მაგრამ თუ სხვას არ აქვს ის, რაც თქვენ გაქვთ, გევალებათ, მას მისცეთ, და ეს მოწყალება არაა.
  • ქოდნრისკაცები ვართ, მაგრამ ქოდნრისკაცები გოლიათებს ვადგავართ მხრებზე და სიდაბლის მიუხედავად, მათზე შორს ვხედავთ ჰორიზონტის ხაზს.
  • სიღრიბე იმას არ ნიშნავს, რომ სასახლე არ გაქვს, მთავარი ისაა იყენებ საკუთღების უფლებას თუ უარყოფ მას.
  • ვისაც ადამიანი უყვარს მისი მოვალეობა, ალბათ ისაა, რომ ჭეშმარიტებაზე გააცინოს, თავად ჭეშმარიტება გააცინოს, რადგან ერთადერთი ჭეშმარიტება ისაა, ისწავლო როგორ გათავისუფლდე ჭეშმარიტების ავადმყოფური სიყვარულისგან.
  • დამჭკნარი ვარდის სახელიღა რჩება, გვრჩება შიშველი სახელები.

22.4.13

ოთარ ჭილაძის ლექსები


მ. შ.-ს

შენ რუსთაველზე მოგისწრო წვიმამ,
ხეს შეეფერე გაღიმებული,
გშვენოდა ღიმი, საშოვნი ძნელად
და სიამაყე თამარმეფური.
წვეთები მკერდძე დაგეცნენ ღილად
ცა სველი ტუჩითშენზე ტიროდა
და... გავიფიქრე გულში უეცრად,
რომ წვიმა, ალბათ, შენ მოგელოდა.
ვერ დამათრობდა სუფრის თამადა,
ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე,
რატომ შემხედე ასე თამამად,
თვალები რატომ შემომანათე.
ნუ მაკრთობ, ქალო, ნუ მათრობ ცქერით,
შენ რომ დაგტოვებ, ვმეგობრობ ლოთებს,
ყარაჩოღელი არა ვარ ძველი,
არ მინდა მაინც ღვინოში მოვკვდე!..
რად შემაყვარე ღვინო და დარდი,
ლურჯი სარკმელი განათებული
და... მე ნეტავი ვის შევუყვარდე
შენ სიყვარული გალოთებული.
1950 


”და როგორც ჩიტი,
გალიაში გამომწყვდეული,
წრიალებს ფიქრი
სიცოცხლზე და სიყვარულზე,
გაუღეთ კარი!” 

”ჩემი ცხოვრებაც ბუნების სარკეა,
კვლავ განსაზღვრული სიჩქარით მიჰქრის
და მაინც ხალხში დაეძებს საკვებს
მშიერ თაგვივით თამამი ფიქრი.”

”ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებს
და გაბრუებულ ფრინველისმსგავსად
ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ,
რომ წასასვლელი არა გვაქვს არსად.
რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,
რასაც ოდესღაც მოვწვდით ფიქრებით...
და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.”

”როგორც მთვარის თეთრი ნაფოტი,
მე შენი სული მედო თაროზე.”

”მე ჩემი სიტყვა რწმენას მავალებს
და მაჯადოებს ყველა უფლებით.”

”მაგრამ ღამდენა, და კვლავ ყაიმით
მთავრდება დღის და ღამის ჭიდილი.”

”მე შენ დაგკარგე და ეგ საყურე
ვარსკვლავად მექცა... და შენს გამოა
მარტო რომ ვზივარ.”

”თუმცა საბრალო ადამიანი,
ყოველთვის რჩება ადამიანად.”

”და მზე ამოვა,
რომელსაც ასე
ველოდებოდი, ახლა კი ისიც
ამოვა უჩინარ ცაზე
და ჩემს სიბნელეს დააყრის სიცილს.”

”ის ღამით ფერხთით ეჯდა ქვეყანას!”

16.4.13

ქართული სუფრა და სადღეგრძელოები



ეგობრის დაბადების დღე იყო. ფანტასტიურად წაუძღვა თამადა სუფრას, პოეზიის საღამოზე მეგონა თავი. მოვიხიბლე მჭერმეტყველებით.
რამოდენიმე დღის წინ ბიბლიოთეკაში ვარ. მკითხველი კითხულობს თუ არის წიგნი სადღეგრძელოებზე. წიგნს ვშლი. წიგნში მთელი პლეადაა მოცემული სადღეგრძელოების. ყველა სადღეგრძელო იწყება ასე „თანამემაულენო“... მეცინება.  
მეცინება, რადგან ადამიანის მჭრმეტყველება მისი შინაგანი სამყარო  მგონია. არადა, წიგნად ყოფილა აკინძული. დაიზეპირებ და წაუძღვები სუფრას. რა ადვილია!
იქნებ აქვე შემომეთავაზებინა რამოდენიმე სადღეგრძელო.
თამადობა უაღრესად საპასუხისმგებლო პოსტია, კარგ თამადას იცნობენ მთელს მხარეში.
თამადობა ძნელია. ის წრმოთქვამს ყველა სადღეგრძელოს, ეს კი ავალდებულებს, აჩვენოს მაგალითი სადღეგრძელოსამი ღირსეული დამოკიდებულებისა. თამადა ყველა სტუმარს როდი ჩამოუვლის სასმისით ხელში, ამიტომ უნდა იცნობდეს ყველას  იცოდეს ყველას შესახებ ყველაფერი, ვის რამდენის დალევა შეუძლია, ფხუკიანი ხომ არ არის, რა არის მასში კარგი და ცუდი.
დიახ, თამადობა ძნელია. ის მუდამ პოსტზე უნდა იდგეს, ყველას თვალები მიპყრობილია მისკენ. უცქერი სუფრას და ხედავ, რომ ეს უკვე ქეიფი კი არა, სიმფონიური ორკესტრის კონცერტია თამადის ხელმძღვანელობით. თამადის სადღეგრძელო ჩვეულებრივი ლეიტმოტივია, რომელიც ურთულეს ვარიაციებში ჩამოუვლის მთელს სუფრას და ვიოლინოსაც, ბუკსაც, დოლსაც აიძულებს გამოეხმაუროს.
პირველად აუცილებლად საქართელოს, მისი აყვავების სადღეგრძელოს სვამენ.

1.საქართველოს გაუმარჯოს! ქართველების საქართველოს და ჩემი საქართვეოს სადღეგრძელო იყოს!
მე ვამბობ „ჩემი საქართველო“ იმიტომ რომ ს შევიდა ჩემს გულში და იქცა მის ნაწილად... სადღაც ჩემში არის უჯრედები, რომლებიც სხვა უჯრედებთან ერთად მქმნიან მე, მიკარნახებენ განწყობილებას, აზრებს ამა თუ იმ საგანზე. სიყვარულსა და სიძულვილს. ეს უჯრედები გაჟღენთილია საქართველოთი, და აბა სცადეთ, წამართვათ იგი. ეს ქართული უჯრედები! ამისათვის საჭირო იქნება, ამომგლიჯოთ გულის ნაწილი და, მაშსადამე, მთელი გულიც.
და მე ვამბობ „ჩემი საქართველო“ კიდევ იმიტომ, რომ ეს ჩემი უაღრესად პიროვნული შთაბეჭდილებებია.
ხანმოკლე მივლინების დღეებში იმდენად ვერ გაიცნობ ადამიანებს, რამდენადაც შეიგრძნობ მათ, იმდენად არ გიყვარს, რამდენადაც მიჯნურდები.
და მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი მიჯნურობა გადაიზრდება სიყვარუში, და პირველი საღეგრძელო გთხოვთ მიიღოთ, როგორც სიყვარულის ახსნა.

2.ადამიანს ორი ასაკი აქვს.
ასაკი, რომელსაც ვითვლით იმ წამიდან, როცა ადამიანი მოწყდა დედის მუცელს.
და ასაკი ხალხისა, რომელიც აკავშირებს ადამიანს წარსულთან, საითაც მიემართება მისი ყველა ფესვი.
ზოგჯერ მეჩვენება, რომ ვარ ნაწილი პირველყოფილი ქაოსისა.
ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ხალხის შვილთა ხასიათებისა და ჩვევების არსებითი განსხვავების მიზეზი, შესაძლებელია, მეორე ასაკის თავისებურებებში იმალება.
ხალხის წარსულის ხსოვნა, შორეულ წინაპრებთან კავშირი განპირობებულია ხალხის კულტურით, მისი მეცნიერების განვითარებით. რასაც გავლენა აქვს საზოგადოების ყველა წევრზე.
რა შორს მიდის ქართველთა ხელშესახები ისტორია! რა ღრმაა ფსკერი, რა გამჭვირვალე-წყალი!
თითოეულ ქართველში ხომ ცოცხლობს იმის შეგრძნება, რომ მაგალითად, რუსთაველს შეიძლება ხელით მისწვდე-ბრინჯაოს რუსთაველს კი არა, ცოცხალსაც.
მაშ, ეს იყოს სადღეგრძელო ქართველის უძველესი ასაკისა, დროთა ცოცხალი და მტკიცე კავშირისა, რომელიც ხელს უწყობს  დამახასიათებელი არსის შენარჩუნებას.

3.თითქმის ყოველდღიურად ვტკბებოდი საამო პეიზაჟის მომწვანო და მიხაკისფერი მახვილწვერიანი მწვერვალების ხილვით, რომლებიც ჰქმნიან მთავარი ქედის უსწორმასწორო ჯაჭვს. ნისლით გარემოსილ კავკასიონს უერთდებიან უფრო დაბალი მთები და ბორცვები, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ აჩხორილი ჩემს გვერდით.
ირწეოდნენ პატარა ტბები, მიედინებოდნენ მდინარეები...
ყველგან თან მახლდა ქართული ყვავილები, ბალახი...ხორბალი, სიმინდი, ფრინველი, თევზი...რომლებიც ამა თუ იმ სახით ჰქმნიდნენ აღწერილ პეიზაჟს. სურათი სწრაფად იცვლებოდა: მხოლოდ მთავარი ქედის ხედი რჩებოდა უცვლელი, პატარა მთები კი თვალწინ დნებოდნენ, ერთის ადგილზე წამოიზრდებოდნენ მეორენი...
გვიან საღამოს ჩვენს კავკასიონს ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს მიწისძვრა დაატყდაო თავს.
მეორე დღეს სუფრასთან კვლავ ჩამწკრივდებოდნენ ბოთლები, დოქები, ხორცი და კვლავ ღვინის ტბები სცემდა შუშის ნაპირებს, რომლებიც კანკალებდნენ მგზნებარე ხელებში.
უკვე თვითონ კავკასიონიც წარმოგვესახებოდა გადმბრუნებული ყანწების ჯაჭვად, ხოლო ველები სუფრებად, რომლებსაც ამშვენებდა ქრთული მიწის ბარაქა, რაც ქართულ სუფრას აღიარებს საუკეთესოდ მთელ მსოფლიოში.
მე არასგზით არ შემიძლია მას გვერდი ავუარო, თუმცა, ვაღიარებ, ალკოჰოლიანი სასმელების ხშირი ხსენება იწვევს უახლოესი ნათესავების საყვედურსაც, რომლებმაც გუშინ შეიძინეს  გასტრიტი და წყლული ალკოჰოლისაგან.
ერთი სიტყვით სადღეგრძელო იყოს ქართული სუფრისა-დალოცვილი საქართველოსი და ქართული საზეიმო სუფრის გიგანტური გამეორების-კავკასიონისა!
ქართველები სუფრასთან ისევე მამაცურად იქცევიან როგორც ყოველგვარ საქმეში.
ქართული სუფრა-ეს ნამდვილი დღესასწაულია, და თუმცა ის შქმნილია თითქოსდა ჩვენი კუჭის საამებლად, მაგრამ ატკბობს სულსა და გულს ისე, როგორც სხვა არაფერი.
ქართველს ჩვეულებრივ დღსაც არ შეუძია მიიყუჟოს სადღც რომელიმე კუთხეში და ხრას, ღეჭოს, ცოხნოს მარტომ: მას სჭირდება თანამესუფრე, სტუმარი, მეგობარი.

გაგრძელება იქნება...

ოთარ ჭილაძე

ადამიანი ყველაფერში სიწმინდეს ეძებს, ეს მისი თვისებაა, და როცა პოულობს, გააღმერთებს ხოლმე. სწამს მისი, ენდობა. რწმენის გარეშე ადამიანი პატარავდება, მახინჯდება. ესეც მისი თვისებაა, მაგრამ მთავარია, რა სწამს, რას ენდობა.

პირადად მე ადამიანი მაინტერესებს დროისა და სივრცის უსასრულობაში, რამდენადაც არასოდეს არ ვიცი წინასწარ, როდის როგორ მოიქცევა იგი. მიუხედავად მისი ბუნების საოცარი სიმყარისა ადამიანი მხოლოდ გარეგნულად ემორჩილება ცვალებადობას, ხოლო შიგნით, სულის სიღრმეში ეხლაც ისეთივეა, როგორც თავიდანვე "შექმნა ღმერთმა". და მაინც, (მე მგონია, სწორედ ესაა მისი მომხიბვლელობა), მიუხედავად უკვე საკმაოდ საპატიო ასაკისა, მიუხედავად საკმაოდ დიდი გამოცდილებისა, ყოველ წუთას მზადაა იმავე შეცდომის ჩასადენად, რის გამოც გუშინ თვითონვე დაზარალდა ყველაზე მეტად. შეიძლება, ამანაც განაპირობა ჩემი მიდრეკილება ისტორიისა და მითოლოგიისადმი, შეიძლება-ჩემი, როგორც მწერლის სისუსტემაც. კარგ მოჭიდავეს მოედნის სიპატარავე ხელს არ შეუშლის, ცუდს კი დიდ მოედანზე ურჩევნია ჭიდაობა, უკან დასახევი, გვერდზე გასახტომი ადგილი რომ ჰქონდეს. სხვათა შორის, არც ისაა გამორიცხული, რომ ჩემი, როგორც მწერლის ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებული როლი ჩემი სამშობლოს ბედს ეთამაშოს. როცა საქართველოს ისტორიას ვკითხულობ, ძალაუნებურად, მითოლოგიურად იწყებ აზროვნებას. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ღმერთმა, უფრო სწორად, ღმერთებმა, ამ პატარა ქვეყანას სიცოცხლის შესაძლებლობები წაართვეს, მაგრამ სამაგიეროდ, უკვდავება აჩუქეს. უკვდავება კი მოგეხსენებათ, სიცოცხლეზე გაცილებით ძნელია. იმავე მითოლოგიიდან მრავლად ვიცით მაგალითები, როცა მიწიერი ჭრილობებით, მიწიერი ტკივილებით გამწარებულ გმირებს უკვდავება ჩვეულებრივ ადამიანურ სიკვდილზე გაუცვლიათ, მაგრამ რისი უფლებაც მითოლოგიურ გმირებს აქვთ, იმისი უფლება არ აქვს ადამიანს, ხალხს, ხალხებს, კაცობრიობებას. კაცობრიობა უკვდავებისთვისაა "განწირული", ხოლო ამ უკვდავების საიდუმლო ადამიანის სულში იმალება, აქედან იღებს სათავეს ლიტერატურის და საერთოდ ხელოვნების გაუნელებელი ინტერესი აამიანის სულისადმი.

31.3.13

რაბინდრანათ თაგორი


  • ვისიმე ფერხთით მთელი შენი არსების მიღება ნიჭთაგან უჭეშმარიტესია.

  • ადამიანის გულში ისეთი ძლიერი მისწრაფება ცოცხლობს რაიმე ობიექტივისათვის სიყვარულის მინიჭებისა, რომ იგი თავისსავე იდეალს იყვარებს.

  • ყოფიერების დიად და იდუმალ საკრებულოში, მილიონობით მოციმციმე სამყაროს გვერდით ჩემი კუთხე დავიგულე.

  • თვალსაწიერის კიდეზე ცისფრად კიაფობდა ხეთა შორეული ქობა, ხოლო მის თავზე ნატიფ ხაზად გაწოლილიყო არაჩვეულებრივად ლამაზი მუქლურჯი ღრუბლის ფთილა. მე პოეზიაში შევტოპე და ვთქვი, რომ ღრუბლის ეს ფთილა წამწამების კიდეზე ლურჯ ჩრდილს მაგონებს, რომელიც მშვენიერ ცისფერ თვალებს კიდევ უფრო ამშვენებს-მეთქი. ერთმა ჩემმა თანამგზავრმა ვერ გაიგონა ეს შენიშვნა, მეორემ ვერ გაიგო, ხოლო მესამემ იგი გაანადგურა პასუხით: დიახ, მართლაც რომ მშვენიერია. პოეტური აღფრთოვანების შემდეგი ცდისთვის მე აღარ მიმიმართავს. 

  • მამაკაცი მხოლოდ შავად არის გამოჩორკნილი, ხოლო ქალი უკვე დასრულებული არსებაა.

  • ტკბობაში არის ელემენტი დაუკმაყოფილებლობისა.